რუსთაველი მოცეკვავის,ლისა ლიპარტელიანის წარმატება

წარმატება სპორტულ ცეკვებში-რუსთაველი მოცეკვავე ლისა ლიპარტელიანი, ბერძენ მეწყვილესთან კონსტანტინ კრატირასთან ერთად, საბერძნეთის ჩემპიონატის „junior 2 latin” გამარჯვებული გახდა.

გამარჯვებული წყვილი  მსოფლიო ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას,რომელიც მაისში გაიმართება. როგორც ცნობილია მოცეკვავეები, საბერძნეთის სახელით მიიღებენ მონაწილეობას.

სტუდია “არტ ლაინის” მოცეკვავე ლისა ლიპარტელიანი, წარმატებული სოლო კარიერის შემდეგ ბერძენ მოცეკვავესთან კონსტანტინ კრატირასთან შეწყვლდა.

რუსთაცელი მოცეკვავე ბერძნულმა კლუბმა „love 2 dance ” ცოტა ხნის წინ მიიწვია კრატირასთან შესაწყვილებლად. წყვილმა ჩემპიონატის წინ, ფრანგ მწვრთნელთან, ფედერიკ მოსასთან გაიარა წვრთნა.