რუსთაველმა სპორტსმენმა ლუკა ონიანმა საგარეჯოში გამართულ საერთაშორისო ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ჩატარდა და მასში მონაწილეობას სომხეთიდან მოწვეული სპორტსმენები იღებდნენ.
ჩემპიონატზე დაახლოებით 240-მდე მოჭიდავემ იასპარეზა. ასაკობრივი კატეგორიები კი ასე გადანაწილდა: 2007-2008 და 2009- 2010 წლიანები.
ცნობისთვის, ამავე ჩემპიონატზე მეორე ადგილის მფლობელი გახდა, ასევე, რუსთაველი სპორტსმენი დათო გაბედავა.