რუსთავის ურბანული განვითარების თემაზე შეხვედრა გაიმართა. რუსთავის მერიის ინოვაციების ჰაბის ორგანიზებით, ქალაქის ურბანული განვითარების საკითხთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობას საგანმანათლებლო სექტორი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მოქალაქეები იღებდნენ.
შეხვედრის ფარგლებში ,გრძელვადიან პერსპექტივაში სხვადასხვა მიმართულებით, რუსთავის განვითარების საჭიროებებზე იმსჯელეს.
როგორც ინოვაციების ჰაბის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რუსთავის ურბანული განვითარების თემაზე ჯამში, 10 შეხვედრა ჩატარდება. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრა სატესტო რეჟიმში ორი წლის წინაც გაიმართა.