რუსთავს პოლონეთიდან დამეგობრებული ქალაქ ლოძის დელეგაცია ეწვია

 დელეგაციის წევრებს- ლოძის საკრებულოს თავმჯდომარე მარკინ გოლაზევსკის და მერიის ბიზნესის განვითარების და საერთაშორისო ურთიერთობების ბიუროს დირექტორ გრეგორ გროდეკს რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, მერის მოადგილე გოჩა ლორია, საკრებულოს დეპუტატები და თვითმმართველობის სხვა ოფიციალური პირები შეხვდნენ.

საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე, სტუმრებს რუსთავის ეკონომიკური პოტენციალისა და ბიზნესგარემოს შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.

მხარეებმა ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე ისაუბრეს და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ადგილობრივ საწარმოებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და რუსთავის ისტორიულ მუზეუმს დაათვალიერებენ.
პოლონური დელეგაციის ვიზიტი 28 თებერვალს დასრულდება.