რუსთავში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა სხვა ქალაქებთან შედარებით მაღალია, რისი მიზეზიც ქალაქში არსებული მეტალურგიული და ცემენტის საწარმოებია, თუმცა რუსთავის, ისევე როგორც სხვა ქალაქების, ატმოსფერულ ჰაერში, ტყვიის შემცველობა ნორმას არ აღემატება. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქვეყნებს.
მათივე ცნობით, 2019 წელს საქართველოს ქალაქების ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის საშუალო წლიურმა კონცენტრაციამ შეადგინა:
• თბილისში – 0,09 მკგ/მ3
• რუსთავში – 0,13 მკგ/მ3.
• ქუთაისში -0,08 მკგ/მ3.
• ბათუმში 0,04 მკგ/მ3
“ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის კონცენტრაციის ზღვრული ნორმა 0,5 მკგ/მ3-ს შეადგენს. საქართველოს ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმის ფარგლებშია”,- აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ოფიციალურ განცხადებაში.







