რუსთავში “კარფურის” ახალი შენობის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო

რუსთავში სავაჭრო ქსელის “კარფურის” შენობის ასაშენებლად სამუშაოები დაიწყო.

ამ დროისთვის, ლომოურის ქუჩაზე ტექნიკაა მობილიზებული.

როგორც რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახურში Tv4-ს განუცხადეს, ამ ეტაპზე მშენებლობისთვის საჭირო წინამოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც ცნობილია,  კარფურის შენობა ერთ სართულიანი იქნება და მისი სიმაღლე 9 მეტრით არის განსაზღვრული. სავაჭრო ქსელის შენობაში მიწისქვეშა და ღია პარკინგები მოეწყობა.  შეგახსენებთ, ამ დროისთვის ,კარფური რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, დროებით ფუნქციონირებს.