რუსთავში კორონავირუსის პრევენციული ზომების გატარება დაიგეგმა

რუსთავში კორონავიურსთან დაკავშირებით პრევენციული ღონისძიებების გატარება დაიგეგმა.

რუსთავის მერიაში საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა.

დავით ბეგაშვილი მერიის სხვადასხვა სამსახურის ხელმძღვანელებს შეხვდა და  ინფორმაცია კორონავირუსის პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით მიაწოდა. მერიის სამსახურებმა მითითებები მიიღეს,თუ როგორ უნდა იმოქმედონ ეპიდაფეთქების დროს და რა ვალდებულებები არსებობს ამ მიმართლებით

რეკომენდაციები გაიცა სააღმზრდელო დაწესებულებებთან დაკავშირებით. ცენტრისგან  ბაგა ბაღების გაერთიანებას სწორი საინფრომაციო კამპანიის წარმართა დაევალა. კერძოდ, ბაღებმა ფილიალებში საინფორმაციო პლაკატების გამოკვრა უნდა უზრუნველყონ,რომელზეც პირბადეებთან დაკავშირებით სწორი ინფორმაცია იქნება დატანილი. ასევე, ცენტრის რეკომენდაციით, უნდა მოხდეს ფილიალების ჯგუფების სველი წესით განიავება და ჰიგიენური ნორმების დაცვის უზრუნველყოფა.

დავით ბეგაშვილის ცნობით, ყველა ფილიალში უნდა არსებობდეს სადეზინფექციო ხსნარი ,რომელსაც პერსონალი გამოიყენებს.