რუსთავში უცნობმა პირებმა ლიფტის მრიცხველი მოიპარეს. შემთხვევა ლეონიძის N32 საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. როგორც ცნობილი ხდება, ადგილობრივებმა ფაქტი დილას დააფიქსირეს. როგორც Tv4-თან კორპუსის მცხოვრებლები აცხადებენ, მსგავსი ფაქტი საცხოვრებელი კორპუსის სხვა სადარბაზოებშიც დაფიქსირდა.