რუსთავში, წლის ბოლომდე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის კონტროლის ახალი სადგური ამოქმედდება. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა პარლამენტში ინტერუწყებრივი ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით.,რუსთავში არსებული ერთი სადგური მონიტორინგის კუთხით საკმარისია და ზუსტ მონაცემებს იძლევა,თუმცა მისი თქმით ,პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე,ქალაქში კიდევ ერთი სადგური ამოქმედდება.
სად განთავსდება ატმოსფერული ჰაერის კონტროლის ახალი სადგური ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის.
შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე არსებული ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგისთვის სადგური 2019 წელს ამოქმედდა.










