საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოთხოვა. საუბარია დეპარტამენტის დაქვემდებარებაში არსებულ პროექტებზე.
ამასთან, საავტომობილო გზების მიერ გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, შეზღუდვა იმ დრომდე გაგრძელდება, სანამ შესაბამისი სამსახურები არ დარწმუნდებიან, რომ კომპანიები სათანადოდ იცავენ დაავადების პრევენციისთვის საჭირო ყველა სტანდარტსა და რეკომენდაციას.
მათივე ცნობით, შეზღუდვის დაწესება 22 თებერვალს ჩინეთიდან ჩამოსული ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლების განთავსებასთან დაკავშირებით გაჩენილმა კითხვებმა განაპირობა .