საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც უხანიდან განხორციელდა, უკვე საფრანგეთშია

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე, რომელთა ევაკუაციაც ჩინეთის პროვინციიდან, უხანიდან, განხორციელდა, უკვე საფრანგეთშია.

უწყების ცნობით, მოქალაქეები თავს კარგად გრძნობენ. ისინი 14-დღიან კარანტინს საფრანგეთში გაივლიან.

მათივე ინფორმაციით, თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო კვლევა და მათ კორონავირუსი არ დაუდგინდათ.