სკოლებისა და ბაღების კვების ობიექტებში დარღვევები გამოვლინდა

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 2020 წელს საბავშვო ბაღების კვების ბლოკებში  800-მდე, ხოლო სკოლების კვების ბლოკებში 70-მდე სახელმწიფო კონტროლი განახორციელა . შემოწმების შედეგად 24 სხვადასხვა დარღვევა აღინიშნა, თუმცა, არცერთი კრიტიკული შეუსაბამობა არ გამოვლენილა. სააგენტოს ცნობით, ინსპექტორებმა კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები  გაატარეს და ბიზნესოპერატორებს ​შესაბამისი რეკომენდაციები მისცეს .

 სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილის, ვასილ ბასილაძის, განცხადებით, სკოლამდელი და სასკოლო დაწესებულებების კვების ბლოკების შემოწმება სააგენტოს პრიორიტეტია და ინსპექტირებების ინტენსივობა მიმდინარე წელს კიდევ გაიზრდება.

 სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას ყურადღება ექცევა: კვების ბლოკების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, რეცხვა/დეზინფიცირებას, მოწყობილობების, აღჭურვილობისა და ინვენტარის (ინფრასტრუქტურის) მდგომარეობას, სურსათის დამუშავებისა და შენახვის ტემპერატურულ რეჟიმებს, ეტიკეტირებას, სასმელი წყლის ტექნიკურ რეგლამენტთან შესაბამისობას.

 

ფოტო: tv4-ის არქივიდან