ტექნიკური ინსპექტირების ყალბი დასკვნების გაცემა-2 პირი პასუხისგებაში მისცეს(+ვიდეო)

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ – სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება – გასაღების ფაქტებზე, ავტომანქანების პირველადი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ორი თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სპეციალური უფლებამოსილების განხორციელებისას, გურიის რეგიონში მდებარე სერვის – ცენტრებში, კერძო პირების საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების პროცესში, ტექნიკურად გაუმართავ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ყალბი დასკვნები გასცეს.

საქმეზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კთავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით ოდექსის 220 – ე და 362 – ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს .