ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით,მკვლელობა დილის საათებში ახალი გუდაურის ტერიტორიაზე მოხდა.

როგორც ცნობილი ხდება,  ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ,მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

 შსს-ს ცნობით, მომხდარზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი კი უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.