თბილისში, პეკინის გამზირზე სამკაულების მაღაზია გატეხეს. tv4-ის ინფორმაციით, შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. მაღაზიას მინები აქვს ჩამსხვრეული. პირველადი ინფორმაციით, უცნობმა პირებმა მაღაზიიდან სამკაული და თანხა წაიღეს.
ერთ-ერთ ვერსიით დამნაშავეები არასრულწლოვნები არიან.
როგორც Tv4-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ ქვეპუნქტებით დაიწყო,რაც სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით ქურდობას გულისხმობს,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.







