სურსათის ეროვნულმა სააგენტომ იანვრის თვეში 93 ობიექტი შეამოწმა. სააგენტოს ცნობით, გასულ თვეს , ძირითად შემთხვევაში ,ვადაგასული სურსათის რეალიზებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის სამი ბიზნეს ოპერატორი დაჯარიმდა.
სააგენტოს რეგიონული ოფისის ხელმძღვანელის მირანგულა ლიპარტელიანის ინფორმაციით, იანვრის თვეში ,ქვემო ქართლის რეგიონში კრიტიკული შეუსაბამობის მიზეზით , საწარმოო პროცესი არცერთ ბიზნესოპერატორს არ შეჩერებია.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის დასაწყისიდან საბავშვო ბაღებისა და სკოლების სასადილოების შემოწმება მოხდა. სააგნეტოს ცნობით, დაწესებულებებში ვითარება დამაკმაყოფილებელია.