ჩინეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, ქვეყანაში ახალი ტიპის კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 663-მდე გაიზარდა, 27 200-ზე მეტი ადამიანი კი – განიკურნა.

ბოლო მონაცემებით, ახალი ტიპის კორონავირუსით ჩინეთში 77 600-ზე მეტი ადამიანია ინფიცირებული.

კორონავირუსი მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული და მსოფლიოს მასშტაბით, მას 2 699 ადამიანი ემსხვერპლა.