ძლიერი ქარი ქვემო ქართლში-პირველადი მონაცემებით, ზარალი 300 000 ლარს აჭარბებს

 ძლიერმა ქარმა ქვემო ქართლის რეგიონი დააზარალა-პირველადი მონაცემებით ზარალი 300 000 ლარს აჭარბებს. ამის შესახებ Tv4-ს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ ზვიად ჭუნაშვილმა განუცხადა. 

მისივე ცნობით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან  სხვადასხვა პროგრამებით თანხების მობილიზება და რიგ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობით ,სამუშაოების შესყიდვა მოხდება.  ჭუნაშვილის განცხადებით, უამინდობის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი ბოლნისის მუნიციპალიტეტს მიადგა. 

  “ძლიერი ქარის შედეგად მივიღეთ ჩვენს  მხარეში დაზიანებები, ეს ეხება ბოლნისის ,წალკის  და დმანისის მუნიციპალიტეტებს. დაახლოებით, ზარალი ბოლომდე დათვლილი არ არის ,მაგრამ პირველადი მონაცემებით ,300 000 ლარს აჭარბებს. კომისიები შექმნილია, თავიდანვე მოხდა გასვლა ამ მუნიციპალიტეტებში და გადაუდებელი აუცილებლობით მოხდა ტენდების შეძენა და დარიგება მოსახლეობისთვის,ეს არის დროებითი, ზარალის დათვლის მერე, ხელისუფლება გაჭირვებაში არც ერთ მოსახლეს არ დატოვებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვგეგმავთ სხვადასხვა პროგრამებით  გამოყოფას,რიგ შემთხვევაში თანხის, რიგ შემთხვევაში გადაუდებელი აუცილებლობით სამუშაოების შესყიდვას.”-განაცხადა ზვიად ჭუნაშვილმა