წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე საქართველოში შემომსვლელ ადამიანებს ამოწმებენ

ახალი ტიპის კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, საქართველოში შემომსვლელ მოქალაქეებს ამოწმებენ. არსებული ინფორმაციით,  მგზავრებს სიცხეს უზომავენ და საზღვრის გადმოკვეთის უფლებას მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ.

როგორც ცნობილია, შემოწმების შემდეგ ირანის ორ მოქალაქეს საზღვრის გადმოკვეთის უფლება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა. 50 წლამდე მამაკაცი სამშობლოში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.