ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში ხანძრის შედეგად, საჯარო სკოლა, საბავშვო ბაღი და ამბულატორია დაიწვა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. სალიკვიდაციო სამუშაოებში შვიდი სახანძრო ავტომანქანა და 35 მაშველია ჩართული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი სავარაუდოდ ,ელექტროგაყვანილობა გახდა.