ხობის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებული ქალი ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა.
77 წლის ქალი კლინიკაში რამდენიმე დღის წინ ხობიდან გადაიყვანეს, სადაც მას თავს მამაკაცი დაესხა და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყა.
აღსანიშნავია, რომ სოფელ პირველ მაისში ახალგაზრდა მამაკაცი მუცლის არეში ცივი იარაღით დაჭრეს, რის შემდეგაც დამნაშავე სხვა სახლში შევიდა და ოჯახში მყოფ ქალს თავს დაესხა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შემდეგ მამაკაცმა გაქცევა სცადა, თუმცა ის სოფლის ტერიტორიაზე დააკავეს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული.









