ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე. TV4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი სატვირთო ავტომობილი შეეჯახნენ.შეჯახების შედეგად, სატვირთო ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.
შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი,რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.








