ბოლნისში ნატურალური საპნის საწარმო ფუნქციონირებს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალიჭში ნატურალური საპნის საწარმო ფუნქციონირებს. ბოლნისელმა პედაგოგმა, მაია დევნოზაშვილმა, “დემასსაპნების დამზადება, პროგრამის “აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მოპოვებული 5 ათას ლარიანი დაფინანსებით დაიწყო.

17 სახეობის, სამკურნალო თვისებებისა და ანთებითი დაავადებების საწინააღმდეგო საპნის შეძენა, რამდენიმე სააფთიაქო ქსელში უკვე შესაძლებელია.

აღსანიშნავია, რომ საპონი ხელით, მინიმალური ელექტრო ჩარევით მზადდება და ქიმიურ დანამატებს არ შეიცავს.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ბალიჭში იმყოფებოდნენ და სამკურნალო დანიშნულების მქონე საპნების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.