ერთ დღეში იტალიაში კორონავირუსს 475 ადამიანი ემსხვერპლა

24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 475 ადამიანი დაიღუპა, 2 648 დაინფიცირდა, ხოლო – 1 084 განიკურნა.

ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მთლიანობაში, ამ დროისთვის ახალი ტიპის კორონავირუსით ქვეყანაში 28 710 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილთა რაოდენობა 2 978-ს შეადგენს, 4 025 კი –  განიკურნა.

შეგახსენებთ, კორონავირუსის გამო იტალიაში კარანტინია გამოცხადებული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.