ვახტანგ გომელაური-პოლიცია დარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს ყველგან

 პოლიცია დარღვევის შემთხვევაში კანონის შესაბამისად იმოქმედებს ყველგან. გამოიწერება ჯარიმებიც.-ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით,აუცილებელია, ადამიანებმა იცოდნენ, რომ პირველი ჯარიმა  3000 ლარს შეადგენს.

„აქ არ არის საუბარი მხოლოდ 10-კაციან შეკრებაზე, ეს შეეხება კარანტინის დატოვებას, თვითიზოლაციის წესის დარღვევას, ქელეხს, ქორწილს, დაბადების დღეს თუ მანიფესტაციებსაც. განმეორებით დარღვევაზე უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. გამონაკლისი არც ეკლესიაა.

დიდ სივრცეებში, ავიღოთ თუნდაც სავაჭრო ცენტრები, „კარფური“, „გუდვილი“, რა თქმა უნდა, აქ 10 კაცზე მეტი იქნება და ყველამ უნდა დაიცვას დისტანცია დადგენილი წესით. გარეთაც, შეიძლება 100 კაცი მოძრაობდეს ქუჩაში, მაგრამ დისტანცია ყველგან უნდა დაიცვას ყველამ. აქედან გამომდინარე, ეკლესიაშიც ასეა, მაგალითად, „სამება“ უდიდესი ეკლესიაა, შეიძლება 10 კაცზე მეტიც იდგეს, მაგრამ უნდა დაიცვან დისტანცია. დარღვევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმოქმედებთ ყველგან“.-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა