თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე ზვავი ჩამოწვა, რის შედეგადაც 3 იტალიელი ტურისტი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, თეთნულდის მიმდებარე ტერიტორიაზე აკრძალულ ზონაში ათი ადამიანისგან დაკომპლექტებული იტალიელი ტურისტების ჯგუფი სრიალებდა, რის შედეგადაც ზვავი მოწყდა.
სტიქიას ოთხი ადამიანი გადაურჩა, ხოლო დარჩენილი ექვსი ადამიანი ზვავმა მოიყოლა.
მაშველემბა, ორი ადამიანი ზვავიდან უვნებლად გამოიყვანეს, ერთს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.









