თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა

კორონავირუსთან ბრძოლაში ესპანეთის მხარდასაჭერად, თბილისის ანძა ესპანეთის დროშის ფერებში განათდა.

„ვებრძოლოთ პანდემიას ერთად! ამ ბრძოლაში ჩვენ ვართ თქვენ გვერდით!“ – ეს არის გზავნილი, რომელსაც ქართველი ხალხი ესპანეთს უგზავნის.

შეგახსენებთ, საქართველომ რამდენიმე დღის წინ სოლიდარობა იტალიელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა იტალიის დროშის ფერებში გაანათა.