კარანტინის ზონაში, საველე ჰოსპიტალში 12 პაციენტი იმყოფება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინფორმაციით, ბოლნისსა და მარნეულში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ამ დროისთვის 12 პაციენტი იმყოფება, რომელთაგან შვიდის პასუხებს დედაქალაქიდან უახლოეს დროში ელოდებიან. 

შოთა რეხვიაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სურსათის მარაგთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტებში პრობლემა არ არის.

“დღეს, ამ მომენტში საველე ჰოსპიტალში არის 12 პაციენტი შესაბამისი სიმპტომატიკით და სადღაც 7-თან ველოდებით რამდენიმე ხანში თბილისიდან დასკვნებს და ცოტა უფრო მოგვიანებით დანარჩენი პაციენტების პასუხს.

დღეის მდგომარეობით მარაგები გვაქვს და ეს ყველაფერი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

დღეს იყო გარკვეული მოთხოვნები აზოტოვანი სასუქების და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საწარმოს ხელმძღვანელობას, ძალიან ოპერატიულად ფაქტობრივად ერთ ზარში მოაგვარეს პრობლემა და დაახლოებით, 10 დღის მარაგი შემოვა ორ მუნიციპალიტეტში, რომ გლეხებმა მიიღონ ის საჭირო სასუქები, რაც მათ საგაზაფხულო სამუშაოებში სჭირდებათ,” – განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.