თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტის განხორციელება პირველადი კვლევებით შესაძლებელია, თუმცა ამის შესახებ პროექტი ჯერ არ არსებობს.
მისივე თქმით, თბილისის მერია მთავრობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, განხორციელდება თუ არა აღნიშნული პროექტი.
„პროექტი ჯერ არ არსებობს. პირველადი კვლევები ჩატარებულია და დადებულია დასკვნა, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. მთავრობასთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სამომავლოდ განხორციელდება თუ არა ეს პროექტი“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.









