საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ, სპეციალური საინფორმაციო ფლაერები დამზადდა.
ქვემო ქართლის რეგიონში მასალის გავრცელებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეიდან უზრუნველყოფენ.