კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ბოლოს დაინფიცირებული 2 პაციენტიდან ერთი ე.წ. იტალიური კლასტერიდანაა, მეორეს კი ესპანეთში იტალიელებთან ჰქონდა შეხება.

პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, კარანტინის რეჟიმში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურების ქვეშ – 51 პაციენტი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა.