კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე პატარა პაციენტი 2 წლისაა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ყველაზე ხანდაზმული პაციენტი 82 წლის, ყველაზე პატარა კი – 2 წლისაა. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საშუალო ასაკი არის 37 წელი, მაქსიმალური – 82, ხოლო მინიმალური – 2 წელი“, – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 73 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებულია10 ადამიანი.