ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ორი პაციენტი განიკურნა.
მისი ინფორმაციით, ერთმა პაციენტმა საავადმყოფო გუშინ დატოვა, მეორე კი დღეს გაიწერება.
„ერთი პაციენტი გუშინ უკვე გაეწერა, მეორე კი დღეს დატოვებს ინფექციურ საავადმყოფოს. მათ გუშინ უარყოფითი ტესტები ჩაუტარდათ. ხუთი ახალი პაციენტიდან ორი არის ჩვენს ცენტრში, ერთი არის ახალი წყაროდან, ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან, მეორე კი ჩვენთან მყოფი ერთ-ერთი პაციენტის ჯგუფიდანაა, არასრულწლოვანია. უკვე 5 ბავშვია ჩვენს ცენტრში, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის საქართველოშ კორონავირუსის 54 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 3 პაციენტი გამოჯანმრთელდა.