რუსთავში თვითიზოლაციის პერიოდს 30-მდე მოქალაქე გადის-ამის შესახებ tv4-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განუცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოქალაქეები საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და კორონავირუსის პრევენციის მიზნით ,მათ თვითიზოლაციის რეკომენდაცია მიეცათ.
პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და არცერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ აღენიშნება.
დავით ბეგაშვილის განცხადებით, ქალაქში ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისიძიებები უკვე გატარდა და ამ ეტაპზე მონიტორინგის პროცესი მიმდინარეობს.









