რუსთავში,ლომოურის ქუჩაზე მდებარე, კრივის დარბაზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ბილთ კინგი“ ასრულებს.
პროექტის ფარგლებში გათბობა- ვენტილაცია, კრივის დარბაზი და სველი წერტილების რეაბილიტაცია ჩატარდება.
ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით,სამუშაოები მარტის დასაწყისში დასრულდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 128 000 ლარია.