ლეგენდარული კალათბურთელი და მწვრთნელი ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა

ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, „დინამო თბილისის“ მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი – ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია დიდ გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას“, – წერს კალათბურთის ფედერაცია Facebook-ზე.

ლევან მოსეშვილი იყო:

▪️ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964

▪️ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962

▪️სსრკ ჩემპიონი: 1968

▪️სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969

▪️სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965

▪️სსრკ თასი: 1969

▪️სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959

▪️სპორტის რაინდი — 2012

▪️საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015

▪️სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

▪️საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.