მადლიერების ტაშის აქციას რუსთავი შეუერთდა-ზუსტად 21:00-ზე მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივით, საქართველოს მასშტაბით “მადლიერების ტაშის” აქცია გაიმართა.
აქციას რუსთავი, ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად შეუერთდა. მადლიერების ტაშის აქცია ქალაქში მთავარ მოედანზე გაიმართა.
აქციის ფარგლებში, ერთსა და იმავე დროს მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით საკუთარი აივნებიდან და ფანჯრებიდან ტაშით გაამხნევეს კორონავირუსთან მებრძოლი სამედიცინო პერსონალი.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კორონავირუსთან მებრძოლი მედპერსონალის მიმართ მადლიერება ტაშით, ესპანეთში, ჩინეთში, ავსტრიაში, საბერძნეთში და სხვა ქვეყნებშიც გამოხატეს.