მარნეულსა და ბოლნისში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

 სპეცტექნიკით ქალაქ მარნეულში, ბოლნისში და მუნიციპალიტეტების მიმდებარე სოფლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს.მუნიციპალიტეტების დეზინფიცირება,სოფლის მეურნეობის სამინსიტროს ორგანიზებით ხდება. 

სადეზინდექცი სამუშაოები უპირველესყოვლისა იმ ქუჩაზე ჩატარდა,სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი ცხოვრობს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში ყველა ქუჩას და მარნეულის რაიონის ყველა სოფელს.

ამასთან, სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაავადებათა კონტროლის ცენტრთან შეთანხმებით, დეზინფექციისთვის იყენებს იმ ხსნარს, რომელიც გამოიყენება ფაროსანას წინააღმდეგ, რაც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.