მეექვსე სართულიდან შახტაში ბავშვი ჩავარდა

  საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან შახტაში 9 წლის ბავშვი ჩავარდა. შემთხვევა ბათუმში მოხდა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 124 მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.