რუსთავში,კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, მოხალისე Stopper-ები საქმიანობას შეუდგნენ. მოხალისეებმა, დღეს უფასო სასადილოების ბენეფიციარების საკვებით მომარაგება დაიწყეს. ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფს,ქალაქის ხელმძღვანელი პირები შეუერთდნენ.
ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთავის მოხალისეთა ჯგუფში, 200- მდე ადამიანია ჩართული.
შეგახსენებთ, მოხალისეთა მთავარი მოვალეობა უფასო სასადილოების სერვისით მოსარგებლე მარტო მცხოვრები 70 წელს ზევით მყოფი ხანდაზმულებისთვის საკვების სახლში მიტანა, საინფორმაციო ბარათების გავრცელება და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის სურსათისა და მედიკამენტების მიტანა იქნება.