მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 89 000-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 89 073-მდე გაიზარდა. აქედან 80 026 შემთხვევა ჩინეთში ფიქსირდება.

ამ დროისთვის, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 3 044-ს შეადგენს, ხოლო გამოჯანმრთელდა 45 064 ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ ყველაზე რთული მდგომარეობაა სამხრეთ კორეაში, იტალიაში და ირანში.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული.