მსოფლიოში კორონავირუსით 5 436 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 5 436-მდე გაიზარდა.  გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 72 532-ს შეადგენს, დაინფიცირებული კი – 145 682 ადამიანია.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 11 მარტს გამოაცხადა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.