მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი აქვეყნებს.

ბოლო მონაცემებით, COVID-19-ს მთელ მსოფლიოში 13 048 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა კი – 92 372-ს შეადგინა.

ამ დროისთვის, გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება.