პატრიარქი: ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით ადამიანი ამ სენზე გაიმარჯვებდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შენდობის ლოცვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას განაცხადა, რომ მას ხილვა ჰქონდა. 

” ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ იმ მოვლენებს, რაც დღეს ხდება. ის სენი, რომელიც წარმოიშვა მთელ მსოფლიოში, რომელსაც ეწოდება კორონავირუსი, საიდანაა- ღვთისაგანაა თუ ბოროტისაგანა? ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ღვთის გარეშე ეს არ მოხდებოდა და ღვთის ლოცვით ღვთის, ლოცვა-კურთხევით ჩვენ დავძლევთ ამ სენს.

მე მქონდა ხილვა. ცხენზე მჯდომმა ადამიანმა გადამიფრინა ჰაერში, ცეცხლისფერმა და ჩაქრა. მერე მოვიდა ჩემთან ბავშვი და მიჩვენა მე საშუალება, რომლითაც დავძლევთ ამ ბოროტებას. მან დაანერწყვა მიწას, აზილა თითით და წაისვა შუბლზე. ეს იყო ნიშანი, რომ ღვთის ძალით და ჯვრის ძალით ადამიანი გაიმარჯვებდა ამ სენზე. არ უნდა შეგვეშინდეს, არ უნდა დაიბნეს ადამიანი. საქართველოს ეკლესიის სახელით მადლობას ვწირავ მედიცინის მუშაკებს, რომ ასე ენერგიულად შეხვდნენ ამ სენს და გამონახეს გზები მისი დაძლევისათვის”,- ბრძანა პატრიარქმა.

ილია მეორემ ეკლესიის სახელით მედიცინის სფეროს სპეციალისტებს მადლობა გადაუხადა.