რეკომენდაციები პენსიის აღებასთან დაკავშირებით

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პენსიის აღებასთან დაკავშრებით რეკომენდაციები ვრცელდება. მოქალაქეებს პენსიის აღების დროს მინიმუმ 1 მეტრიანი დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

“ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოხდება საპენსიო და სოციალური გაცემის მაქსიმალური გაშლა მომსახურების რაც შეიძლება მეტ წერტილსა და ბანკომატში.

პენსიონერებს და სოციალურის მიმღებ ბენეფიციარებს ყველა მუნიციპალიტეტის შენობაში განთავსებულ “ლიბერთის” ბანკომატიდან თანხის გატანა იქნება შესაძლებელი ნებისმიერ დროს.

პენსიის აღების დროს კორონავირუსის პრევენციისთვის, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებისგან მინიმუმ 1 მეტრი დისტანციის დაცვა.

საპენსიო ანგარიშის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია ინტერნეტ ბანკი, სადაც რეგისტრაცია ძალიან მარტივია | my.libertybank.ge

პენსია ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს, ლიბერთის ნებისმიერი ბანკომატიდან.

ნაღდი ფულის მოხმარების მინიმუმამდე დაყვანის რეკომენდაციის გათვალისწინებით, სოციალური ბარათით გადახდისას ლიბერთის მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ განსაკუთრებული ფასდაკლებებით ევექსი კლინიკების, ფარმადეპოს აფთიაქების და ნიკორა სუპერმარკეტების ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ლიბერთის ბანკომატებს ინტენსიურად უტარდება დეზინფექცია

ნებისმიერი კითხვით მოგვმართეთ: 032 255 55 00″ – აღნიშნულია განცხადებაში.