ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და რუსთავის ინოვაციების ჰაბის ინიციატივით, რუსთავში ხელოვნური ინტელექტისა და ბლოკჩეინის ცენტრი აპრილიდან ამოქმედდება.
რუსთაველები თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხელოვნური ინტელექტთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლიან და შესაბამისად, დასაქმების ალტერნატიული შესაძლებლობა გაუჩნდებათ. ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელის განცხადებით, ცენტრს ამოქმედებიდან 30-დან 40-მდე დაინტერესებული ადამიანის მიღება შეეძლება, ხოლო დროთა განმავლობაში იგეგმება ცენტრის გაფართოება და ქვეყნის სხვა რეგიონებში მისი საქმიაობის რეპლიკაცია.
შეგახსენებთ, რომ ცენტრის რეაბილიტაცია და აღჭურვა რუსთავის ინოვაციების ჰაბისა და კომპანია effect AI-ს ერთობლივი რესურსებით პროექტის ,,მდგრადი ქალაქები ადამიანებისთვის” ფარგლებში მიმდინარეობს.









