რუსთაველი მოხალისეები მარტო მცხოვრებ ხანდაზმულებსა და თვითიზოლაციაში მყოფებს დაეხმარებიან

ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, რუსთავში მობილიზებული მოხალისეთა ჯგუფის ფუნქციები უკვე განისაზღვრა.

მოხალისეთა მთავარი მოვალეობა უფასო სასადილოების სერვისით მოსარგებლე მარტო მცხოვრები 70 წელს ზევით მყოფი ხანდაზმულებისთვის საკვების სახლში მიტანა, საინფორმაციო ბარათების გავრცელება და თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეებისთვის სურსათისა და მედიკამენტების მიტანა იქნება.

როგორც tv4-ს რუსთავის მერიაში განუცხადეს, უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, მოხალისეებს შესაბამისი აღჭურვილობა გადაეცათ, ხოლო ინსტრუქტაჟი საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა ჩაუტარა.

 კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილ მობილურ ჯგუფში მოხალისეობაზე მზაობა ამ დროისთვის 125-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა. მოხალისეობისთვის საკმარისია ადამიანი აკმაყოფილებდეს ორ კრიტერიუმს: იყოს სრულწლოვანი და არ შედიოდეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ რისკ-ჯგუფებთა კატეგორიაში. 

აღსანიშნავია, რომ მოხელისეების საქმიანობა შემოიფარგლება ტექნიკური საკითხებით და არ გულისმობს მატერიალურ (ფულად) დახმარებას.

მოხალისეობის სურვილის შემთხვევაში შეავსეთ  განაცხადის ფორმა  ლინკზე

მოქალაქეებმა, დახმარების მიღების მიზნით, უნდა დარეკონ ცხელი ხაზის შემდეგ ნომრებზე: 

ჯანდაცის სამინისტრო 1505

დაავადებათა კონტროლის ცენტრი 116001

მოხალისე COVID Stopper 577 154 979;  595 085 541

რუსთავის მერია (0341) 27 00 05;  25 51 83; 25 51 27