რუსთავში თვითიზოლაციაში 65 პირი იმყოფება

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რუსთავში თვითიზოლაციაში 65 ადამიანი იმყოფება.

მისივე ინფორმაციით, თივთიზოლაციის პერიოდი დაახლოებით 60-მა ადამიანმა უკვე გაიარა.

“რუსთავში 65 ადამიანი არის ამ მომენტისთვის თვითიზოლაციაში. მათთან გვაქვს ჩვენ ყოველდღიური კომუნიკაცია. მიმდინარეობს მონიტორინგი მათი ჯანმრთელობის. საბედნიეროდ, ამ ეტაპზე ყველა ჯანმრთელად არის.

დაახლოებით, 60 ადამიანს უკვე მოეხსნა თვითიზოლაციის შეზღუდვები და იმედი გვაქვს, რომ ყველა ადამიანი ისე ჩაამთავრებს თავის საიზოლაციო პერიოდს რომ არ მოხდება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება,” – განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

​მისივე ინფორმაციით, რუსთავში საერთო ჯამში თვითიზოლაციის წესები 10-მდე ადამიანმა დაარღვია.

შეგახსენებთ, თვითიზოლაციის წესის დარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.