საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ხუთი შემთხვევა დადასტურდა და ჯამში ამ დროისთვის 30 შემთხვევა ფიქსირდება.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ვებ-გვერდზე აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 418 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 54.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26  თებერვალს დადასტურდა.