საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდ. ამ დროისთვის ოფიციალურად 49 შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი მედიკოსებმა კლინიკიდან გაწერეს.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა